წყალტუბოს „სამგურალმა“ იტალიელი როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო.
მე-3 ტურის ბოლო მატჩში „სამგურალმა“ დებიუტანტი საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა. შეხვედრა 26 მაისის სახელობის სტადიონის ნაცვლად წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში შედგა.
მატჩის მე-2 წუთზე „გაგრას“ კამერუნელმა ლეგიონერმა ფრანსუა ეკონგოლომ მეტოქის საჯარიმოში შეიწია და დაარტყა – ბურთი მასპინძელთა ფეხბურთელის ფეხიდან კარში ჩაეშვა – 0:1.
მე-19 წუთზე დემურ ჩიხლაძემ დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1.
36-ე წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან ჯარიმა უკვე ლაშა შერგელაშვილმა დაარტყა და ბურთი „ცოცხალ“ კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 2:1.
39-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს ლუკა ხორხელის გადაცემის შემდეგ „გაგრას“ საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი ფანცულაიამ „ცაციათი“ ერთი შეხებით დაარტყა და თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 3:1.
მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „სამგურალი“ 3 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო „გარეჯი“ 1 ქულით მერვეა.
სამგურალი 3:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი





