ლუის ენრიკეს თქმით, პსჟ-მ აჩვენა, რომ სტადიონისა და ატმოსფეროს მიუხედავად, ფეხბურთის თამაში უყვართ. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში პენალტების სერიაში „ლივერპული“ დამარცხების და 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მიხარია, რადგან ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე და ამ საუცხოო გუნდით ვამაყობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ განწყობილი ვართ, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ.
ურთულესი მატჩი იყო, რადგან „ლივერპული“ ძალიან კარგი გუნდია. ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა. თუმცა, ჩვენი მენტალიტეტის, ხასიათისა და განსაკუთრებით დონარუმას წყალობით, თამაში მოვიგეთ. ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთის თამაში გვიყვარს, სტადიონისა და ატმოსფეროს მიუხედავად“ – იუწყება ფრანგული მედია ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი
