„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში სატურნირო ცხრილში უშუალო კონკრენტ „ლე ჰავრთან“ მატჩში სტუმრად ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-10 წუთზე სტასინმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თავი ტურემ გამოიჩინა. „სენტ-ეტიენი“ 20 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულის პირველი ტურის მატჩში ბრატისლავას „სლოვანმა“ გასვლაზე „კოშიცეს“ 3:2 აჯობა. გამარჯვებულებში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 52 ქულით ლიდერია.
„დუნაისკა სტრედამ“ გასვლაზე ტრნავის „სპარტაკთან’ 1:1 ითამაშა. სტუმრებში მოედანზე ორი ტაიმი ცოტნე კაპანაძემ გაატარა, რომლის საგოლე გადაცემის შემდეგ, 34-ე წუთზე რამადანმა თავით ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან თავი 47-ე წუთზე პროჰაზკამ გამოიჩინა. „დუნაისკა სტრედა“ 33 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი
