ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
25-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის წყალობით აიღო.
მასპინძლებიდან ანგარიში 34-ე წუთზე ტაბაკოვიჩმა გახსნა. ზივზივაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და საპასუხო ბურთი 65-ე წუთზე შეაგდო, როდესაც ბეკის გადაცემის მერე, საჯარიმოში ბურთი მიიღო და მეკარისგან მარცვენა „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა. შეგახსენებთ, რომ მან სეზონის პირველი ნახევარი „კარლსრუეში“ გაატარა, სადაც მეორე ბუნდესლიგაში თავი 12-ჯერ გამოიჩინა.
“ჰაიდენჰაიმი” 16 ქულით 18-გუნდიან ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
