ლუის ენრიკე: „პსჟ ევროპაში არცერთ გუნდზე უარესია“

0
40

ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ პსჟ ევროპაში არცერთ გუნდს ჩამორჩება. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხვალ პარიზში „ლივერპულთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლივერპული“ ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 2019 წელს მოიგო. სლოტისთვის რთული იქნებოდა კლოპის სამუშაოს გაუმჯობესება, მაგრამ მან თითქმის იდეალური გუნდი ჩამოაყალიბა. ეს იმის მოტივაციას გვაძლევს, რომ ჩვენც ასეთ დონეზე ვიყოთ.
შედეგები აჩვენებს კოლექტივი როგორე ვითარდება და პსჟ ევროპაში არცერთ კლუბზე უარესია. ჩვენ ბურთს „ლივერპულზე“ მეტ ხანს უნდა ვფლობდეთ, მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ და თავი ეფექტურად დავიცვათ, როგორც ყველა სხვა თამაშში.
„ლივერპული“ ევროპაში კონტრშეტევაზე მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვეცდებით ბურთი შევინარჩუნო და გარდამავალ ფაზებში არ ვიწვალოთ. მეტოქის სამი „გამანადგურებლის“ შეჩერება რთული იქნება, მაგრამ თუ თავს ჩვენს სათამაშო სტილს მოვახვევთ, მაშინ ძალიან არ დავიტანჯებით. ჩვენი ამოცანაა, რომ „ლივერპულმა“ კონტრშეტევებით არ დაგვაზიანოს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ლაშა თაბაგარი