გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ მარცხიანი სერია შეწყვიტა

0
14

„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, ზედიზედ ოთხი მატჩის წაგების შემდეგ ქულა გენუაში აიღო. 27-ე ტურში ტოსკანელებმა „ჯენოასთან“ შეხვედრა 1:1 დაასრულეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცლელად ითამაშა. 36-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ალბერტო გრასიმ გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ვასკესმა გაიტანა. „ემპოლიმ“ ბოლო 12 შეხვედრიდან 3 ფრედ დაასრულა და 9 წააგო – 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი