კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, პირველ და ორ მარტს გასამართი, პირველი ტურის ორი მატჩი – “სამგურალი” – “კოლხეთი 1913” და “დინამო” (ბათუმი) – “დინამო” (თბილისი) მეტეოროლოგიური პირობების გამო გადადებულია. ეს შეხვედრები პირველ აპრილს შედგება.
ასევე, პირველ მარტს გასამართ მატჩში ქუთაისის “ტორპედოსა” და “გაგრას” შორის, მასპინძელი შეიცვალა და შეხვედრა თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





