ყაზაიშვილის პირველი საგოლე პასი ახალ სეზონში

0
19

ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც „შანდონ ტაიშანში“ გამოდის, მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-2 ტურში „შანდონმა“ შინ „დალიანს“ 4:1 აჯობა. ქართველი ლეგიონერი სასტარტოში შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე გოლი გილერმე მადრუგას გაატანინა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს.
მან გასულ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა. 32 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ჩინეთის თასზე 5-ჯერ ითამაშა თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა. აზიის  ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში ჟიტომირის „პოლესიე“, სადაც გიორგი მაისურაძე თამაშობს, გასვლაზე „ობოლონს“ დაუზავდა – 0:0. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 74-ე წუთზე შეცვალეს. „პოლესიე“ 31 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი