საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც სანდრო კობახიძე წვრთნის თურქ თანატოლებთან მეორე ამხანაგური თამაშიც წააგო. პირველი სპარინგის სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ხოლო ამჯერად 3:1 გაიმარჯვეს. თურქებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგესდ, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი ერთხელ აიღეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე პენალტიდან მიქაუტაძემ გაიტანა.
კობახიძის გაწვრთნილი გუნდი 17-წლა,დელთა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, რომელიც სტარტს სექტემბერში აიღებს. ჩვენი გუნდი ჯგუფში საბერძნეთსა და ისლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფის მასპინძელი საქართველოა.
ლაშა თაბაგარი




