„ფამალიკაომ“, რომელსაც მიმდინარე ზამთარში ოთარ მამაგეიშვილი შეუერთდა, პორტუგალიის პრიმეირალიგაში წაუგებელი მატჩების სერია კიდევ უფრო გაზარდა.
23-ე ტურში „ფამალიკაომ“ „მორეირენსეს“ უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები 47-ე წუთზე ოსკარ არანდამ დააწინაურა, ხოლო 58-ე წუთზე თავი სორისომ გამოიჩინა.
„ფამალიკაოს“ ზედზიედ 5 მატჩია არ წაუგია (3 გამარჯვება და 2 ფრე) – 31 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის 24-ე ტურში “პარალიმნი” შინ “ანორთოსისს” დაუზავდა – 2:2. მასპინძლებში ქართველმა თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა შუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე პენალტიდან თავისი გუნდი დააწინაურა – 2:1. თუმცა, 8 წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მუსელიანი “პარალიმნიში” მიმდინარე ზამთარში გადავიდა და 6 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მან სეზონის პირველი ნახევარი ბოსნიის “ველეჟში” გაატარ, სადაც 6 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი
