ზივზივაძე სასტარტოში ვერ მოხვდა – „ჰაიდენჰაიმმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა

0
10

„ჰაიდენჰაიმმა“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი (1 ფრე და ზედიზედ 5 მარცხი) სერია შეწყვიტა.
23-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ლაიფციგს“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2. ზივზივაძე ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრები მე-6 წუთზე ჰონსაკმა დააწინაურა, ხოლო პიერინგერმა მე-13 წუთზე პენალტი გამოიყენა – 0:2. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ოპენდამ ერთი ბურთი გაქვითა. 64-ე წუთზე „ლაიფციგიდან“ თავი შეშკომ გამოიჩინა.
„ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით 18-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი