კაკაბაძე წელს ისევ მოუგებელია, კალანდაძე დაშავდა

0
6

„კრაკოვიამ“, რომლის ღირსებას ოთარ კაკაბაძე იცავს, სეზონის მეორე ნახევარში ჯერ თამაში ვერ მოიგო.
22-ე ტურში „კრაკოვიამ“ „იაგელონია“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას ო:2 აგებდა, ქულა მაინც გადაარჩინა – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა და 46-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვიამ“ წელს ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი ფრედ დაასრულა და 18 გუნდში მეექვსეა.
უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ფეჰერვარმა“ შინ „ფერენცვაროშთან“ 1:3 წააგო. მასპინძლების სასტარტოში ალექსანდრე კალანდაძე იყო, რომელიც ტრავმის გამო მე-18 წუთზე შეცვალეს. „ფეჰერვარი“ 24 ქულით 12 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი