ოდესის „ჩერნომორეცმა“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელის დებიუტი უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში სტუმრად კოვალივკას „კოლოსთან“ 2:1 მოგებულ მატჩში შედგა.
რობაქიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. „კოლოსში“ გორის „დილას’ ექსკაპიტანმა ნიკა გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა. რობაქიძემ გასული სეზონი თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 33-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ის 2023 წელს ფოთის „კოლხეთში“ გამოდიოდა, სადაც 6-ჯერ ითამაშა. მან საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში 3-ჯერ ითამაშა. “ჩერნომორეცი’ 15 ქულით 16 გუნდში მე-14 ადგილზეა.
“პოლესიემ” სტუმრად “ინგულევს” 1:0 აჯობა და გამარჯვებულთა შორის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლალდ ითამაშა. ის მე-17 წუთზე შეცვალეს. “პოლესიე” 27 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





