გიორგი ზარიამ, რომელიც ალმათის „ქაირათში“ გამოდის, მიმდინარე წელს პირველი ტიტული მოიგო. ყაზახეთის სუპერთასზე ალმათელები „აქტობეს“ დაუპირისპირდნენ და ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მცველი ლუკა გადრანი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. „ქაირათიდან“ ანგარიში 58-ე წუთზე ბრაზილიელმა ელდარ სანტანამ გახსნა. 62-ე წუთზე „ქაირათს“ ფეხბურთელი გაუძევეს. 87-ე წუთზე ალმათელებიდან თავი გრომიკომ გამოიჩინა.
ცნობისთვის, შარშან ზარიამ და გადრანმა „ქაირათთან“ ერთად ყაზახეთის პრემიერლიგა მოიგეს.
ლაშა თაბაგარი
