მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოს, რომელი ამჟამად მექსიკის „მონტერეიში“ გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „სამეფო კლუბის“ „ატლეტიკოსთან“ მომავალ დაპირისპირებას ირონიით გამოეხმაურა.
„ძალიან მარტივია ბიჭებო! ჩვენ ეს უკვე გაგვივლია და გაგვიკთებეია!“ – დაწერა სოციალურ ქსელში 38 წლის რამოსმა, რომელიც „რეალში“ 16 სეზონი თამაშობდა და 6 წელი კაპიტანი იყო.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი – ოთხჯერ, უეფასს სუპერთასი – 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 4-ჯერ. „რეალიდან“ წასული პსჟ-ში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ „სევილიაში“ დაბრუნდა, სადაც საკლუბო კარიერა დაიწყო.
რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში რეკორდია. მან 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2008 და 2012 წელს – ევროპის ჩემპიონატი, ხოლო „ფურია როხას“ მაისურით 23 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





