ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:1 დაასრულა.
21-ე ტურში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი „ტრენცინს“ ეწვია და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 75-ე წუთზე ბარისმა დააწინაურა. 83-ე წუთზე ბრატისლაველებიდან ანგარიში უკრაინელმა იგნატენკომ გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 49 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ჟილინას“ 8 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი
