პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას ქცევით და ვარჯიშით კმაყოფილია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში შინ „ბრესტთან“ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ცხადია, რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. არავითარი ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. მან ქვეყანა შეიცვალა, რათა პარიზში ჩამოსულიყო. რთულია გუნდის და ენის შეცვლა, ასევე ოჯახის ადაპტაცია ახალ გარემოსთან. ყველადერ ამას დროს სჭირდება.
თუმცა, მე კმაყოფილი ვარ მისი ქცევით და ვარჯიშით. ის გრძელვადიანი პროექტია. ჩვენ არსად გვეჩქარება. ყველაფერი პროცესს ექვემდებარება და ამ პროცესში ვართ. ვცდილობთ, რომ მისი თვისებები გუნდში მოსვლის პირველი დღიდან გამოვიყენოთ“ – აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
პსჟ-მ პირველი მატჩში „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო პარიზში შეხვედრა 19 თებერვალს ჩატარდება. კვარაცხელიამ ფრანგული გრანდის მაისურით ყველა ტურნირში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
