წყალტუბოს ,,სამგურალმა” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. როდოლფო ვანოლის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ,,მურას იუნაიტედს” 3:1 სძლია.
მატჩის დებიუტში ყირგიზული კლუბი დაწინაურდა, თუმცა გიორგი ფანცულაიამ, მალევე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ,,სამგურალი” სრულად დაეუფლა უპირატესობას, რაც ანგარიშშიც აისახა. თავი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს, ჯერ ჯეფერსონ ჯერალდომ ეფექტური დარტყმით ,,სამგურალი” წინ გაიყვანა, ხოლო, მატჩის მიწურულს ლუკა წულაიამ ასევე ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
წყალტუბოელებმა ანტალიაში 5 შეხვედრა გამართეს და შეკრება მარცხის გარეშე დაასრულეს. ,,სამგურალმა” 2 მატჩი მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.
,,მურას იუნაიტედთან” ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ყალიჩავა, ახვლედიანი, პატარკაციშვილი, ქარიმოვი, აბულაძე, შერგელაშვილი, ჩიხლაძე, ვინისიუსი, ჟანი, ლ.ხორხელი, ფანცულაია
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ჯეფინიო, წულაია, ჯანჯღავა, ალიჯონი, ბული, გოლეთიანი, იაშვილი.
fcsamgurali.ge
fcsamgurali.ge




