პსჟ-ს მორიგი გამარჯვება – კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა

0
5

პსჟ-მ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი შეხვედრა მოიგო. 22-ე ტურში პარიზელები სტუმრად „ტულუზას“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და ლუის ენრიკემ ჯერ ცენტრფორვარდად დააყენა, ხოლო შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადაწია. მას საგოლე მომენტი არ ჰქონია. პსჟ-დან ერთადერთი გოლი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა 52-ე წუთზე გაიტანა.
პსჟ 56 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს“ 10 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი