აშშ-ს ნაკრებმა, რომელსაც მაურისიო პოჩეტინო წვრთნის, მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე პარაგვაის 4:1 აჯობა. განვლილ მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც პარაგვაელმა ნახევარმცველმა ბობადილიამ ავტოგოლი მიითვალა. 31-ე წუთზე ტურნირის ერთ-ერთი თანამასპინძლებიდან თავი ბალოგუნმა გამოიჩინა, რომელმაც პირველი ტაიმისთვს დამატებულ მე-5 წუთზე დუბლი შეასრულა,
73-ე წუთზე პარაგვაელებიდან ერთი ბურთი მაურისიომ გაქვითა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე საბოლოო წერტილი რეინამ დასვა.
აშშ-პარაგვაის დაპირისპირებაში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, აშშ-ს ნაკრების მცველმა კრისტ რიჩარდსმა 83 პასი გააკეთა, რომელთაგან ყველა ზუსტი აღმოჩნდა. მანამდე, მუნდიალებზე არცერთ მოთამაშეს, რომელმაც 80 პასზე არანაკლები შეასრულა, ასპროცენტიანი შედეგი არ ჰქონია. ასეთი სტატისტიკა 1966 წლიდან იწარმოება.
ბოლო 96 წლის განმავლობაში აშშ-ს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამბურთიანი სხვაობით პირველად მოიგო. მანამდე, ამერიკელებმა 1930 წელს ბელგიას და პარაგვაის სამ-სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ლაშა თაბაგარი





