მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გასავარდ ზონას თავი დააღწია

0
4

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, ამჯერად ქულა რეგიონალურ დერბიში აიღო. 24-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. მასპინძლები 32-ე წუთზე პაპე გუეიმ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 84-ე წუთზე საპასუხო ბურთი უმარ სადიკმა გაიტანა.
„ვალენსიამ“ 23 ქულა დააგროვა და გასავარდ ზონას თავი დააღწია – 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი