„ტორპედოს“ ფრანგი მცველის მამადუ სახოს განცხადებით, მომავალ სეზონში გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და ევროთასებზე წარმატებული თამაშია.
„კლუბში კარგი სიტუაციაა. გვაქვს ამბიცია, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი გულშემატკივარი, რომლებიც ნამდვილად გამორჩეულები არიან. ახალ სეზონში მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ისინი გავახაროთ.
მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ახალი მწვრთნელი გვყავს, გავძლიერდით, გუნდში გამორჩეული ფეხბურთელები არიან. მთავარი მიზანი ჩემპიონობა და ევროთასებზე თამაშია” – იუწყება სახოს ნათქვამს „ტორპედოს“ პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი





