ბათუმის „დინამომ“ თურქულის შეკრება უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე პოლტავის „ვორსკლასთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელშიც 0:2 დამარცხდა. პოლტაველებმა თითო ტაიმში ბათუმელებს თითო გოლი გაუტანეს. „დინამომ“ შეხვედრა 10 კაცით დაასრულა, რადგან მეორე ტაიმში ტუნისელმა ლეგიონერმა ოუაჰაბიმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა თურქეთში 8 სპარინგი ჩაატარეს და ყველა წააგეს – „ოლექსანდრიასთან’ (0:3), „მოტორ ლუბინთან“ (1:2), „პოლესიესთან“ (0:5), „კარპატისთან“ (1:6), „რიგასთან“ (1:5), „ზორიასთან“ (1:2) და „ვორსკლასთან“ (0;2).
გუნდი დღეს ბათუმში დაბრუნდება და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
ლაშა თაბაგარი
