ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მეხუთედ წააგო

0
10

„ჰაიდენჰაიმი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა. 21-ე ტურში ჰაიდენჰაიმელები გასვლაზე „ფრაიბურგს“ შეხვდნენ და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტოში მეშვიდედ ითამაშა და მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. განვლილ შეხვედრებში ის მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.
მატჩის 30-ე წუთზე „ფრაიბურგის“ შეტევის დროს, დოანმა ზუსტი პასი გაუკეთა კართან ახლოს მდგომ გრიფოს, რომელმაც მცველს დაასწრო და თავით გაიტანა – 1:0. 53-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 18 მეტრიდან ომარ ტრაორეს დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
59-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ იერიშის დროს მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, კარის შორეულ ძელთან მყოფი ზივზივაძის თავით დარტყმული ბურთი „ფრაიბურგის“ მეკარემ მოიგერია. 71-ე წუთზე მასპინძლების კარგი შეტევის დროს, „ჰაიდენჰაიმის“ საჯარიმოში მყოფმა დოანმა მიწაზე დაუშვებლად დაარტყა ბურთი, რომელიც ზედა ძელს მოხვდა. 79-ე წუთზე სტუმრებმა ისევ მარცხნიდან შეუტიეს და საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც მფომმა ზივზივაძემ თავით სუსტად დაარტყა, რასაც მეკარისთვის პრობლემა არ შეუქმნია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა, თუმცა, მე-17 პოზიციაზე მყოფმა „ჰოლშტენ კილს“, რომელსაც 12 ქულა აქვს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი