გიორგი კვერნაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი”

0
13

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
11 ნოემბერს, შეკრების მეორე ვარჯიში ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების სავარჯიშო პროცესში 12 ნოემბერს ჩაერთვება. ესპანეთთან და ბულგარეთთან მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის გარემარბმა გიორგი კვერნაძემ ისაუბრა.
გიორგი კვერნაძე: „პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი”.
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობიდ “დინამო არენაზე” 15 ნოემბერს შედგება და 21:00 საათზე დაიწყება. 18 ნოემბერს ჩვენი გუნდი სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება და თამაში სტარტს 23:45 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი