კიტეიშვილის „შტურმმა“ კონკურენტს ვერ აჯობა

0
23

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში შინ პირველობისთვის მებრძოლ ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მხოლოდ ქულა აიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 29-ე წუთზე ჯატამ დააწინაურა, ხოლო 37-ე წუთზე პრელეცმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-60 წუთზე გრაცელებიდან თავი ბოვინგმა გამოიჩინა. 74-ე წუთზე „აუსტრიდანა“ გოლი ფიტცმა გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„შტურმი“ 37 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „აუსტრიას“ 3 ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი