„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასს გამოეთიშა. 1/4-ფინალში „ღამურები“ თავის მოედაბზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ და 0:5 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი ამჯერად თადარიგში იყო და თავის კარში 5 ბურთი ჩრდილოეთ მაკედონიელმა სტოლე დმიტრიევსკიმ მიიღო.
მე-3 წუთზე „ბარსელონადან“ ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, რომელმაც მე-17 წუთზე დუბლი შეასრულა. 23-ე წუთზე თავი ფერმინ ლოპესმა გამოიჩინა. 30-ე წუთზე ფერან ტორესმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. 59-ე წუთზე მასპინძლების კარი ლამინ იამალმა აიღო. “ვალენსიამ” არსებობის ისტორიაში ესპანეთის თასზე შინ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონამ“ შინ „ვალენსია“ 7:1 გაანადგურა და იმ მატჩში „ღამურების“ კარში მამარდაშვილი იდგა.
ლაშა თაბაგარი
