ნეიმარი: „დამიჯერეთ ერთად დაუმარცხებლები ვართ“

0
24

ნეიმარმა მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნების შემდეგ, პირველი მატჩი პაულისტას ჩემპიონატის მე-7 ტურში „ბოტაფოგოსთან“ (1:1) ჩაატარა. 32 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, მან „სანტოსის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა:
„შედეგი რაც არ უნდა ცუდი იყოს, დღეს განსაკუთრებული დღეა. მადლობა ყველას სიყვარულისა და ბოლომდე მხარდაჭერისთვის. დღეს, ისე როგორც არასოდეს, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გჭირდება. იმიტომ, რომ თქვენთან ერთად უფრო ძლიერები ვართ!.
დაბრუნება ძალიან მიხარია და აღელვებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „სანტოსი“ იქ ავიყვანო, სადაც იმსახურებს – სიმაღლეზე! დამიჯერეთ, ერთად დაუმარცხებლები ვართ!“ .
ლაშა თაბაგარი