„გაგრადან“, რომელმაც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, 5 ფეხბურთელი წავიდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნოდარ ქავთარაძე, ბექა გაბისკირია, ზაზა ციცქიშვილ, გიორგი უბილავა, ლევან კაკუბავა, სირილ ჩამბა, ლუკა ლაკვეხელიანი და გიორგი ლომთაძე კარიერას სხვაგან გააგრძელებენ.
მანამდე, გიორგი ონიანიას გაწვრთნილ გაგრელებს ოთარ აფციაური, ირაკლი იაკობიძე და გიორგი ქიმაძეს დაემშვიდობნენ.
ლაშა თაბაგარი
