ESPN-ის და რამდენიმე ავტორიტეტული საკალათბურთო ინსაიდერის ინფორმაციით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველასთვის მოულოდნელი და მეტად საინტერესო გაცვლა მოხდა. ევროპის 2017 წლის სლოვენიელი ჩემპიონი და სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი კარიერას “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” განაგრძობს, ხოლო მძიმე ფორვარდი/მეფარე ენტონი დევისი კალიფორნის შტატიდან ტეხასში გადაინაცვლებს და “დალას მავერიქსის” წევრი გახდება.
ნბა-ში განხორციელებული ისტორიული სამმაგი გაცვლის დეტალები:
„ლეიკერსი“ მიიღებს ლუკა დონჩიჩს, ფორვარდებს მაქსი კლებერსა და მარკიფ მორისს;
„დალასი“ მიიღებს ენტონი დევისს, მცველს მაქს კრისტის და 2029 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებას;
„იუტა“ მიიღებს მცველს ჯეილენ ჰუდ-შიფინოს და 2025 წლის დრაფტში მეორე რაუნდში არჩევანის ორ უფლებას.
