კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა გამარჯვებით დაამთავრა

0
77

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპი გამარჯვებით დაამთავრა. ბოლო მე-8 ტურში ავსტრიელებმა „ლაიფციგს“ უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. „შტურმიდან“ ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე მალიკამ გაიტანა. „შტურმმა“ საერთო ეტაპზე ორი თამაში მოიგო და 36 გუნდს შორის 30-ე ადგილი დაიკავა. კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე კარიერასი პირველად ითამაშა და 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მეტოქის კარი აიღო.
ლაშა თაბაგარი