კაშიას „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგა უქულოდ დაასრულა

0
65

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ქულს გარეშე დაასრულა. ბოლო მე-8 ტურში სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა და 1:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დამარცხებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. მან „სლოვანს“ უკაპიტნა.
მასპინძლებიდან მე-8 წუთზე ანგარიში თომას მიულერმა გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე ჰარი კეინმა მიუნხენელები კიდევ უფრო დააწინაურა. 84-ე წუთზე სტუმართა კარი კინგსლი კომანმა აიღო. „სლოვანიდან“ 90-ე წუთზე თავი მარკო ტოლიჩმა გამოიჩინა.
„სლოვანმა“ საერთო ეტაპის 36 გუნდში 35-ე ადგილი დაიკავა – 7 გოლი გაიტანა და 27 გაუშვა. ცნობისთვის, კაშიამ კარიერაში ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე პირველად ითამაშა. მან საკვალიფიკაციო და საერთო ეტაპზე ჯამში 16 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი