რუბენ ამორიმი: „ახლა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ყურებას აზრი არ აქვს“

0
38

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის თქმით, ამჟამად გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე უფრო მეტად, აინტერესებს თუ რაა გუნდში გასაუმჯობესებელი.
„ახლა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ყურებას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ მოწინავე პოზიცაზე არ ვართ. კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. მე არა სატურნირო ცხრილს ვუყურება, არამედს იმას თუ რას აკეთებს გუნდი და გასაუმჯობესებელი რაა.
მთავარია, რომ კონკრეტული წარმოდგენა გვქონდეს თუ რა უნდა გავაკეთოთ და ამისთვის სწორი გზა ვიპოვოთ. რთულ ვითარებაშიც კი თავს არ ვკარგავთ. შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გულგატეხილები და გაბრაზებული ვართ, მაგრამ ვიცით რომელი გზით წავიდეთ.
ცუდი შედეგის მიუხედავად, გულშემატკივრების მხარდაჭერა იმის ნიშანია, რომ რაღაცას კარგად ვაკეთებთ“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს espn.
ლაშა თაბაგარი