ნაგელსმანმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
15

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ნაგელსმანი ბუნდესნაკრებს 2028 წლის 31 ივლისამდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ ევრო 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 9 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
37 წლის გერმანელს სპეციალისტს საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებდა, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ნაგელსმანი გერმანელებს 2023 წლის სექტემბრიდან უძღვება. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 19 მატჩიდან 11 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. გერმანიაში ჩატარებულ ევრო 2024-ზე ბუნდესნაკრები 1/4-ფინალში ესპანეთთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი