ბელგიის ეროვნულ ნაკრებს რუდი გარსია გაწვრთნის, რის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება. 60 წლის ფრანგმა სპეციალისტმა დომენიკო ტედესკო შეცვალა, რომელიც 17 იანვარს დათხოვეს. მანამდე, გარსიას ეროვნული გუნდი არასოდეს გაუწვრთნია.
ის ბოლოს იტალიის „ნაპოლის“ წვრთნიდა – 2023 წლის ივლისიდან იმავე წლის ნოემბრამდე. ასევე. გარსია სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „სენტ-ეტიენს“, „დიჟონს“, „ლე მანს“, „ლილს“, „რომას“, „მარსელს“, „ლიონს“ და საუდის არაბეთის „ალ ნასრს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
