საუცხოო სანახაობა „პარკ დე პრენსზე“ – კვარაცხელია ტრიბუნაზე

0
16

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში პარიზის „პარკ დე პრენსზე“ ადგილობრის პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართული შეხვედრა საუცხოო სანახავი აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ დაპირისპირებაში 6 ბურთი გავიდა, ხაზგასასმელია ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც პსჟ-მ გამოავლინა და თითქოს წაგებული თამაში შემოატრიალა.
პარიზელთა ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის მეუღლესთან ერთად ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარე შეხვედრას თვალი ტრიბუნიდან ადევნა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მოედანზე გასვლის უფლება არ აქვს.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 50-ე წუთზე აკანჯი მეტოქის ნახევარზე ნუნო მენდეშს იოლად გაცდა და საჯარიმოში პასი ბერდარდუ სილვას მისცა, რომლის დარტყმული დონარუმამ მოიგერია, ხოლო ბურთი ჯერ მარკინიოს მოხვდა, შემდეგ დონარუმას და საბოლოოდ გრილიშთან აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
53-ე წუთზე ნევეში პსჟ-ს საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და მისი პასის შემდეგ, ნევეშის ფეხიდან ბურთი შორეულ ძელთან მდგომ ჰოლანდს მიუვიდა, რომელმაც „სიტი“ კიდევ უფრო დააწინაურა – 0;2.
ამის შემდეგ, მოედანზე მხოლოდ პსჟ დომინირებდა, რომელმაც მეტოქეს მაღალი პრესინგი დაუწესა და გასაქანი არ მისცა, ხოლო მატჩის გმირი კვარაცხელიას უშუალოს კონკურენტი ბარკოლა აღმოჩნდა.
56-ე წუთზე ბარკოლა კარგი ფინტით მარცხენა ფლანგზე ნუნიეშს გაცდა და მაღალ სისწრაფეზე საჯარიმოში შეჭრილმა პასი უსმან დემბელ;ეს მისცა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა – 1:2. მე-60 წუთზე დუოს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო გადმოვარდნილზე ბარკოლამ დაამატა – 2:2. ამის შემდეგ დემბელეს შეეძლო გატანა, როდესაც საჯარიმოში ერთ მცველს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და დაარტყა, მაგრამ „სიტი“ გოლის გაშვებას ძედა ძელმა გადაარჩინა.
78-ე წუთზე ვიტინიამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გადაცემა მანჩესტერელთა კარის შორეულ ძელთან ნევეშს გაუკეთა, რომელმაც ნახტომში თავით გაიტანა – 3:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გონსალუ რამუში „სიტის“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:2.
ესპანელი ლუის ენრიკეს გაწვრთნილ პსჟ-ს 10 ქულა აქვს და 36 გუნდში 22-ე ადგილზეა, ხოლო 8 ქულით „სიტი“ 25-ეა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი