ტურინის „იუვენტუსმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით განაპირა მცველი რენატუ ვეიგა აიყვანა. იტალიურ,ა კლუბმა ლონდონელებს 5 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ ვეიგა „ჩელსიში“ დაბრუნდება.
„იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ტიაგუ მოტას 21 წლის პორტუგალიელის ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოყენება სურს.
„ჩელსიმ“ ვეიგა გასული წლის ზაფხულში შვეიცარიის „ბაზელიდან“ 14 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ვეიგა პორტუგალისი ნაკრებში 2024 წელს მიიწვიეს და 3 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
