ქუთაისელებმა გერმანელი ნახევარმცველი დაიმატეს

0
3

ქუთაისის “ტორპედოში” 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი ჩაირიცხა. ამის შესახებ რიონისპირელთა პრესსამსახური იუწყება:
“24 წლის გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი “ტორპედოს” ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ტორპედოს” ახალწვეულს გერმანიაში, ავსტრიაში, მონტენეგროში, საბერძნეთსა და ხორვატიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს ჩვენი ახალწვეული “ფლენსბურგის” ღირსებას იცავდა, სადაც 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა”.
გარდა ამისა, “ტორპედოში” 18 წლის მეკარე სოსო კოპალიანი დაბრუნდა, რომელმაც კლუბთან 3-წლია ხელშეკრულებგა დადო. კოპალიანმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა, რაც რეკორდია.
“ტორპედო” ქობულეთშია, სადაც შეკრების პირველ ეტაპს გადის, 10 თებერვალს ესპანეთის ქალაქ მარბელაში გაემგზავრება ახალი სეზონის წინ დასკვნითი შეკრების ჩასატარებლად.
ლაშა თაბაგარი