ჩემპიონი შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრა

0
5

გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომგები თბილისის “იბერია” შეკრებაზე ანთალიაში გაემზავრა. გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის განკარგულებაში შემდეგ ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, რევაზ კურტანიძე.
მცველები: გიორგი ჯგერენაია, გიორგი ჯინჯოლავა, დერეკ აგიაკვა, გიორგი ქობულაძე, გიორგი ქუქალია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ივა გელაშვილი, ცოტნე კაპანაძე.
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი, საბა გეგუჩაძე, გიორგი ტაბატაძე, გივი ხაჩიძე, გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ბაქარ ქარდავა, დორასო კლასი.
თავდამსხმელები:იური ტაბატაძე, დანიელ ქვარცხავა, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე ახვლედიანი, ლუკა სილაგაძე.
“იბერიადან” ფორვარდი გიორგი კოხრეიძე, ნიგერიელი ნახევარმცველი ბენჟამენ ტეიდი და მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა წავიდნენ. გუნდში ლატვიიდან დაბრუნდა ლუკა სილაგაძე.
“იბერია” თურქეთში კოსოვოს “დრიტასთან” (23 იანვარი), ჩრდილოეთ მაკედონიის “ვარდართან” (26 იანვარი), ბულგარეთის “კრუმოვგრადთან” (29 იანვარი), ყაზახეთის “ქაირათთან” (1 თებერვალი), უკრაინის “კოლოსთან” (8 თებერვალი) და “ოლექსანდრიასთან” (12 თებერვალი) ასევე ყაზახეთის “ორდაბასისთან” (16 თებერვალი) ისპარინგებს.
ლაშა თაბაგარი