კოხრეიძე კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედშო” გააგრძელებს, რის შესახებ იმერული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის თავდამსხნელს თბილისის “იბერიასთან” კონტრაქტი ამოეწურა და “ტორპედოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა. მან ქუთაისელებთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კოხრეიძეს 2024 წლის სეზონში საქართველსო ჩემპიონატში ჩატარებულ 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ის კარიერის განმავლობაში საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის “გრენობლშიც” თამაშობდა.
“ტორპედო” ქობულეთშია, სადაც შეკრების პირველ ეტაპს გადის, 10 თებერვალს ესპანეთის ქალაქ მარბელაში გაემგზავრება ახალი სეზონის წინ დასკვნითი შეკრების ჩასატარებლად.
ლაშა თაბაგარი