“დინამოს” განელი ფორვარდი შეუერთდა

0
18

პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფ თბილისის “დინამოს”, რომელსაც ვლადიმერ კაკაშვილი ავარჯიშებს, 22 წლის განელი ფორვარდი ჯონ არტური შეუერთდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფრიკელმა ფეხბურთელმა თბილისელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არტური ბელგიის “გენტის” აღზრდილია. ის კარიერის განმავლობაში პორტუგალიის “ტორენსეში” და “ფელგუირასში” თამაშობდა.