ანტონიო კონტეს თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, „ნაპოლი“ ის გუნდი აღარაა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო. ნეაპოლელთა თავკაცი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის პსჟ-ში გაყიდვის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„47 ქულა საუცხოო მუშაობის წყალობით დავაგროვეთ. ახლა კვარაცხელიაზე ვფიქრობთ, მაგრამ ობიექტურად თუ შევაფასებთ გასულ წელთან შედარებით სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დავრჩით: ოსიმენის, კვარაცხელიას და ზელინსკიხ, ხოლო კიმსაც თუ ჩავთვლით, ოთხი ფეხბურთელი გამოგვაკლდა იმ შემადგენლობიდან, რომელმაც სკუდეტო მოიგო.
თითოეულს შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს და თქვას, რომ ჩვენ გავძლიერდით ან დავსუსტდით, რომ ეს ან ის გვჭირდება. ამბობენ, რომ ბირთვი არსებობს, მაგრამ ეს სხვა „ნაპოლია“. კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, ეს უკვე ის გუნდი არაა, რომელმაც „სკუდეტო“ მოიგო“ – იუწყება კონტეს ნათქვამს football-italia.net.
ლაშა თაბაგარი





