ლეგენდარული დენის ლოუ გარდაიცვალა

0
6

ლეგენდარული შოტლანდიელი თავდამსხმელი დენის ლოუ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შოტლანდიის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლოუმ კარიერა „ჰადერსფილდში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ და „ტორინოში“ გამოდიოდა. იტალიური კლუბიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1962 წელს გადავიდა და 1973 წლამდე თამაშობდა.
მან მანჩესტერელბთან ერთად ორჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, ორჯერ ინგლისის სუპერთასი მოიგო. 1968 წელს კი, ლოუ „იუნაიტედის“ მაისურით ჩემპიონთა თასს დაეუფლა. მას „ოქროს ბურთი“ 1964 წელს გადასცეს.
ლოუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 404 მატჩში 237 გოლი გაიტანა. საერთი ჯამში, შოტლანდიელმა საკლუბო დონეზე გამართულ 602 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 303-ჯერ აიღო. მან შოტლანდიის ეროვნული გუნდში 55-ჯერ ითამაშა და 30 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი