ლორია კვირკვიას გუნდთან დამარცხდა

0
30

კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-18 ტურში არადიპოუს „ომონია“, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, სტუმრად „კარმიოტისასთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მასპინძლების განაცხადში იყო ფორვარდი მათე კვირკვია, რომელიც მოედანზე არ გასულა. შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი, „კარმიოტისამ“ მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
„კარმიოტისა“ 20 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა, ხოლო „ომონია“ 16 ქულით მეთერთმეტეა.
ლაშა თაბაგარი