ხვიჩა კვარცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის საკითხი გამორიცხული არაა დღეს გადაწყდეს. ESPN-ის ინფორმაციით, პსჟ-ს და „ნაპოლის“ წარმომადგენლები ორშაბათს უნდა შეხვდნენ, რათა გარიგების დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. სავარაუდოდ, ტრანსფერის თანხა 60-65 მილიონ ევროს შეადგენს.
ESPN იუწყება, რომ კვარაცხელიამ პარიზელებთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. მანამდე, ფრანგული მედია იუწყებოდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი პსჟ-ში წელიწადში 7 მილიონიდან 7.5 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
