დავითაშვილმა პსჟ-ს გაუტანა

0
31

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლია 1-ში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. მე-17 ტურში „სენტ-ეტიენი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად ლიდერ პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები მე-13 წუთზე უსმან დემბელემ დააწინაურა, რომელმაც 23-ე წუთზე პენალტიდან დუბლი შეასრულა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა დავითაშვილმა 64-ე წუთზე დაახლოებით 23 მეტროდან საჯარიმო დარტყმის შეასრულების დროს „ცოცხალ“ კედელს შემოატარა ბურთი, რომელიც კარში აღმოჩნდა. ზურიკომ, რომელიც 87-ე წუთზე შეცვალეს, ამ სეზონში 6 გოლის გარდა, თავის ანგარიშზე 2 საგოლე პასიც ჩაიწერა. „სენტ-ეტიენი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი