“დინამო” პორტუგალიაში მოემზადება

0
77

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელემა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგა, ახალი მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით 2025 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყე.
დედაქალაქელები 15 იანვრამდე თბილისში მოემზადებიან, შემდეგ კი გეზს პორტუგალიისკენ აიღებენ, სადაც 13 თებერვლამდე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან. შეკრებაზე თბილისელები ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ. მეტოქეთა ვინაობას მალე გაირკვევა.
გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გამოცდილმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ გაახანგრძლივა. “დინამოში” დაბრუნდნენ გასულ სეზონში იჯარის წესით გაშვებული ფეხბურთელები – ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გორის “დილადან”, მცველი ირაკლი იაკობიძე და ნახევარმცველი ოთარ აფციაური “გაგრადან”.
დიღმის ბაზაზე ჩატარებულ ვარჯიშში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშილი, საბა ტარტარაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, თენგიზ გობეშია, ირაკლი იაკობიძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნიკოლოზ ტკალია, სანდრო მიქაუტაძე, რაულ ბარათელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, თორნიკე მორჩილაძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, დავით გოცირიძე, მათე ვაწაძე.
ლაშა თაბაგარი