ზივზივაძის კარგი დასაწყისი ბუნდესლიგაში

0
42

გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძეს დებიუტი შედგა. „ჰაიდენჰაიმმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი იანვრის დასაწყიში შეუერთდა, მე-16 ტურში შინ ბერლინის „უნიონს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-17 წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ კონტრშეტევის დროს მეტოაის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა სკიენცამ პასი კრატციგს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
მატჩის 37-ე წუთზე ზივზივაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო როტემ დორშჩი წაქცია, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო.
83-ე წუთზე ზივზივაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო და ძლიერად დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარის მოგერიებულს ბეკმა ზუსტად დაამატა – 2;0.
„ჰაიდეჰნაიმი“ 13 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი