„ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 76-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო.
მასპინძლები მე-9 წუთზე კამარამ დაწინაურა, ხოლო 25-ე წუთზე აჟორკმა სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე „ლიონიდან“ თავი ვერეტუმ გამოიჩინა. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და ზედიზედ ორი თამაშის მოგების შემდეგ, ლიონელებმა ქულაც ვერ აიღეს.
„ლიონი“ 28 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
