„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ბოლო 5 თამაშიდან მე-4 წააგო. მე-20 ტურში ტოსკანელებმა „ლეჩეს“ უმასპინძლეს და ზედიზედ მესამე საშინაო დაპირისპირებაში ქულაც ვერ აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ განვლილი მატჩი როგორც მასპინძლების დანარჩენი ფეხბურთელებისთვის აქტივში ვერ ჩაითვლება.
შეხვედრის მე-6 წუთზე „ემპოლის“ ფეხბურთელები თავისი ნახევრიდან შეტევას იწყებდნენ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და სტუმრების კონტრშეტევის დროს საჯარიმოშ მყოფი მორენტეს დარტყმის მერე, ბურთი გოგლიჩძეს ფეხზე შეეხო და კარში აღმოჩNდა -0:1,
მე-11 წუთზე მორენტემ აუტიდან ბურთი ჩააწოდა გოგლიჩიძის ზურგსუკან კრსტოვიჩს ჩააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით დარტყმით ახლო კუთხეში გაიტანა. ამის შემდეგ „ლეჩეს“ კიდევ ორი ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლების მეკარემ ჯერ მასთან პირისპი გასულ ჰელგასონს აუღო, ხოლო შემდეგ -კრსტოვიჩს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში კაჩაჩემ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე კრსტოვიჩმა დუბლი შეასრულა და „ლეჩეს“ სამი ქულა გაუნაღდა.
ბოლო 5 შეხვედრაში აღებული ერთი ქულის შემდეგ, „ემპოლის“ 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
